რუსეთის კულტურის მინისტრი ოლგა ლიუბიმოვა კორონავირუსით დაინფიცირდა..
ამის შესახებ რუსული მედია მინისტრის პრესმდივანზე, ანა უსაჩევაზე დაყრდნობით წერს.
სამინისტროში აცხადებენ, რომ მინისტრს დაავადება მსუბუქი ფორმით აღენიშმება და ის სახლიდან ვიდეოკონფერენციების მეშვეობით აგრძელებს მუშაობას.
„კულტურის მინისტრი, ოლგა ლიუბიმოვა დისტანციურად მუშაობს. „კოვიდ-19“-ზე ტესტის შედეგები დადებითი აღმოჩნდა. მინისტრი სახლში იმყოფება და ვიდეოკონფერენციების მეშვეობით აგრძელებს მუშაობას, მონაწილეობას იღებს შეხვედრებში ონლაინ ფორმატში. დაავადება მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს, მინისტრის საავადმყოფოში გადაყვანაზე საუბარი ჯერ არ არის“, – აცხადებს კულტურის მინისტრის პრესმდივანი ანა უსაჩევა.
ცნობისთვის, კორონავირუსით რუსეთის პრემიერ-მინისტრიც დაინფიცირდა. ქვეყანაში ამ დროისთვის ინფიცირების 165 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული.