“ვფიქრობ, მაისის ბოლოსთვის შესაძლებელი იქნება პრეპარატ “რემდესივირის” მიღება.. სოლიდარობის კვლევა დაიწყო კოვიდთან დაკავშირებული გამოწვევების პასუხად. ის ექსპერიმენტული კვლევები, რომელიც იმედის მომცემი იყო და გარკვეული შედეგები უჩვენა, რა თქმა უნდა, საჭიროებდა მეტ შესწავლას.”
თამარ გაბუნია – საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე
ამის შესახებ გაბუნიამ “პირველ არხს” განუცხადა.
ცნობისთვის, ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ექსპერტმა, კომპანია “გილიადის” წარმომადგენელმა ენტონი ფაუჩიმ აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს კორონავირუსის შესაძლო სამკურნალო მედიკამენტებზე ჩატარებული საერთაშორისო ტესტირების შედეგები წარუდგინა.