ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევაში შესაძლოა  რესპუბლიკური საავადმყოფოც ჩაერთოს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევაში, რომელიც კორონავირუსის სამკურნალოდ ოთხი მედიკამენტის გატესტვას გულისხმობს, შესაძლოა რესპუბლიკური საავადმყოფოც ჩაერთოს.

ამის შესახებ  რესპუბლიკური კლინიკის გადაუდებელი სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თეა თავართქილაძემ განაცხადა.

თავართქილაძის განცხადებით, რესპუბლიკური საავადმყოფო კონკრეტულ პაციენტებთან მიმართებაში იყენებს მედიკამენტ „პლაქვენილს“, რაც შეეხება „რემდესივირს“, საქართველოში ეს ჯერ კვლევის საგანია.

“ალბათ, ჩვენი კლინიკაც ჩაერთვება ამაში. მკვლევარებისა და მედიკოსების ერთობლივი დისკუსიის შედეგად დაიდება შედეგები და ვნახოთ, რა შედეგს მოგვიტანს ეს კვლევები. ჩვენი კლინიკაც აპირებს, რომ ჩაერთოს კვლევაში.

პლაქვენილი“ ეს არ არის ახალი პრეპარატი, საქართველოშიც, მსოფლიოშიც აქტიურად იყენებენ ამ პრეპარატს. საკმაოდ ძველი პრეპარატია. შედეგებზე ალბათ, ცოტა მოგვიანებით უფრო დაზუსტებით ვიტყვით, რამდენიმე თვეში ზოგადად, როდესაც ყველა კვლევა დასრულდება და ყველა სტატისტიკური მონაცემი გვექნება. ამ ეტაპზე შემიძლია, გითხრათ, რომ საქართველოს ეროვნული გაიდლაინით „პლაქვენილი“ ენიშნებათ განსაკუთრებულ შემთხვევებში“, – განაცხადა თეა თავართქილაძემ.

ცნობისთვის, ბოლო პერიოდში კოორნავირუსის კლინიკური მართვის ქართულ პროტოკოლს, სადაც პრეპარატი “პლაქველინი” ძირითად სამკურნალო საშუალებად რჩება, გარკბეული ჯგუფები აკრიტიკებენ.

ხოლო, კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატებზე “ჯანმო” ფართომასშტაბიან კვლევას ასწარმოებს, რომელშიც 100-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს. საქართველოს კვლევაში მონაწილეობა შაესთავაზეს,  ეს კი ნიშნავს, რომ საქართველოს ექნება წვდომა ექსპერიმენტულ რეჟიმებზე, რომელიც ამ კვლევის ფარგლებში იქნება გამოყენებული. კვლევაში იტესტება  ოთხი განსხვავებული პრეპარატი და მათი ერთმანეთთან შედარება მოხდება მძიმე კოვიდის მქონე პაციენტებში

იტვირთბა....