შვედეთის ჯანდაცვის სააგენტო ავრცელებს ინფორმაციას, რომ ქვეყანაში კორონავირუსი შესაძლოა, გასული წლის ნოემბერში გაჩნდა.
შვედეთის სახელმწიფო ეპიდემიოლოგის, ანდერს ტეგნელის თქმით, მისთვის სიურპრიზი არ იქნება, თუ საფრანგეთის მსგავსად შვედეთს კორონავირუსის შემთხვევები უკვე ნოემბერში ჰქონდა.
შვედურ საინფორმაციო სააგენტოსთან ინტერვიუში ანდერს ტეგნელმა განაცხადა, რომ უცნაური არ იქნებოდა შემთხვევების აღმოჩენა გასული წლის ნოემბერსა და დეკემბერში უხანიდან შვედეთში ჩასულ მგზავრებში.
შვედეთში „კოვიდ-19“-ის პირველი დადასტურებული შემთხვევა 31 იანვარს გამოვლინდა. კორონავირუსი ჩინეთიდან დაბრუნებულ ქალს დაუდასტურდა.
ცნობისთვის, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, არაა გამორიცხული, კორონავირუსი საფრანგეთში პირველად დეკემბერში გაჩენილიყო.