მთავარი ციტატა

“ყველაზე კრიტიკული მომენტია ახლა, იქნება შემთხვევათა ტალღისებური მატება”

„ახლა ვართ ერთ-ერთ კრიტიკულ წერტილში. პიკი, რომლის შესახებაც ვსაუბრობდით დადგა. ყველაზე კრიტიკული მომენტია ახლა – ჩვენთანაც და უცხოეთშიც, სადაც შეზღუდვების შემსუბუქება ხდება. ბოლო დღეების განმავლობაში იქნება შემთხვევათა ტალღისებური მატება, ხან უფრო მეტი, ხან უფრო ნაკლები, მაგრამ არ იქნება ათეულებზე მეტი და იდეალურია, თუ ამას შევინარჩუნებთ”.

თენგიზ ცერცვაძე, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი

ტელეკომპანია “იმედი”

შეგახსენებთ, ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 610 შემთხვევა არის დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 269 პაციენტი. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში ცხრა პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 5083 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 505.

იტვირთბა....