ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბოლო 24 საათში, საქართველოში ვირუსით 6 ადამიანი დაინფიცირდა, 29 კი გამოჯანმრთელდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო რაოდენობა 610-მდე გაიზარდა. ხოლო ვირუსისგან კიდევ  29 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 610 შემთხვევა არის დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 269 პაციენტი. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში ცხრა პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 5083 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 505.

იტვირთბა....