მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო სარალში ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილმა საპროტესტო აქცია გამართა.
აქციის მონაწილეებმა საკვები პროდუქტების რეალიზებასთან დაკავშირებული პრობლემები გააპროტესტეს.
ადგილობრივი მცხოვრებლების განცხადებით, მათ დიდი რაოდენობით კომბოსტო აქვთ გასაყიდი.
როგორც სოფლის მცხოვრებლებმა საქართველოს “პირველ არხთან” საუბარში განაცხადეს, ყოველდღე კერძო დისტრიბუტორებსა საკუთარ მოსავალს აბარებენ. თუმცა, მათი თქმით, ეს საკმარისი არ არის და მომდევნო რამდენიმე დღეში სურთ, რომ 60 ტონამდე კომბოსტო გაყიდონ.
აქციაზე მივიდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც. მარნეულის მერის, ზაურ დარგალის განცხადებით, ხვალიდან სოფელ ქვემო სარალიდან უფრო მეტ კომბოსტოს გაიტანენ.
ცნობისთვის, მარნეულის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის მოსახლეობამ პროდუქტების რეალიზების მთთხოვნით საპროტესტო აქცია 22 აპრილსაც გამართა. მთავრობამ მათი მოთხოვნილება დააკმაყოფილა. მუნიციპალიტეტში რამდენიმე კომპანიის დისტრიბუცია შევიდა, რომლებიც ადგილობრივი მოსახლეობისგან პროდუქტის შესყიდვა-რეალიზაციას ახდენენ.