ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

“ახლო აღმოსავლეთში კორონავირუსი ირანულმა ავიაკომპანიამ გაავრცელა”- “ბიბისი”

ახლო აღმოსავლეთში კორონავირუსი ირანულმა ავიაკომპანია “მაჰან ეარმა“ გაავრცელა.

ამის შესახებ ბრიტანულმა საზოგადოებრივი მაუწყებელი „ბიბისი“ წერს.

მაუწყებლის ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დამოუკიდებელი გამოძიება ჩაატარდა, რომლის მიხედვითაც დამტკიცდა, რომ „მაჰან ეარის“ თვითმფრინავებმა ინფიცირებული მგზავრები ირანიდან ლიბანსა და ერაყში გადაიყვანეს, რის შემდეგაც ორივე ქვეყანაში „კოვიდ 19“-ით ინფიცირების პირველი შემთხვევები გამოვლინდა.

„ბიბისი“ იუწყება,  რომ ეკიპაჟის წევრებიცდილობდნენ, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია თავიდანვე გაევრცელებინათ, მაგრამ ისინი  ავიაკომპანიამ გააჩუმა.

ფრენის მონაცემების ბაზა ასევე აჩვენებს, რომ თეირანის მიერ ფრენის აკრძალვის მიუხედავად, ავიაკომპანია რამდენჯერმე გაფრინდა ჩინეთშიც.

იტვირთბა....