ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მთავარი არხი” კიდევ ერთმა ჟურნალისტმა დატოვა

ტელეკომპანია “მთავარ არხს” კიდევ ერთი ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე ტოვებს. ამის შესახებ ჟურნალისტმა სოციალურ ქსელში დაწერა.

როგორც ჟურნალისტი წერს, არხიდან წასვლა მისთვის ძნელი იყო.

“მთავარი არხი” ცოტათი ჩემი შვილიცაა… შვილი რომ ძალიან გიყვარს, მასთან განშორება გეძნელება და ნებისმიერი ადგილიდან მის გულშემატკივრად რჩები. სადავო საკითხები არ არის.

ყველაზე ბედნიერი, გამოწვევებით სავსე და საინტერესო 8 თვე გავატარე აქ, მანამდე “შაბათის კურიერში”.

მადლონა ნიკას და ნოდარს, რომ მათი თანაგუნდელი გამხადეს.

ჰოდა, სადაც არ უნდა ვიყო და რასაც არ უნდა ვაკეთებდი, იმ იდეისთვის და ღირებულებებისთვის გავაგრძელებ ბრძოლას, რომლისაც ეს არხი შეიქმნა”,- წერს მაკა ჩიხლაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ტელეკომპანია საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ნოდარ მელაძემაც დატოვა. მისი არხიდან წასვლის მიზეზად კი არხის დირექტორთან, ნიკა გვარამიასთან მომხდარი კამათი დასახელდა. ნოდარ მელაძე ტელეკომპანია “პირველზე” საინფორმაციო სამსახურს უხელმძღვანელებს. მალევე, ნოდარ მელაძის შემდეგ, “მთავარი არხი” კიდევ ოთხმა ჟურნალისტმა დატოვა, რომლებიც, ასევე, “ტვ პირველზე” გადავიდნენ.

იტვირთბა....