ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

“დასაბრუნებელი ბილეთები ე.წ. შავ ბაზარზე იყიდება და მოქალაქეები პოლიტიკური ნიშნით ირჩევიან”

საბერძნეთითან ქართველი ემიგრანტებისთვის სამშობლოში დასაბრუნებლად დღეს სპეციალური ავიარეისი შესრულდება, თუმცა დიდმა ნაწილმა საქართველოში დასაბრუნებელი ბილეთების შეძენა ვერ შეძლო.

საბერძნეთში მყოფი ქართველი ემიგრანტები აცხადებენ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და მიის წარმომადგენლობა მათ მიმართ ყურადღებას არ იჩენს.

მათი განცხადებით, ვებგვერდზე გასაყიდი ბილეთები არ დადებულა და ისინი ბილეთების ე.წ. შავ ბაზარზე სამმაგ ფასად გასაღებაზე ამახვილებენ ყურადღებას.

“საიტზე გასაყიდი ბილეთები არ დადებულა. საელჩო არ პასუხობდა ზარებს. შავ ბაზარზე იყიდება ბილეთები”- აცხადებენ ემიგრანტები.

საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქე ირწმუნება, რომ საელჩო პოლიტიკური შეხედულებებით არჩევს ადამიანებს, რომლებიც სამშობლოში დასაბრუნებელი ბილეთის ყიდვას შეძლებს.

ცნობისთვის, კორონავირუსის გავრცელების გამო საზღვვრების ჩაკეტვის შემდეგ, საქართველოში ქართველი ემიგრანტების დაბრუნება სხვადასხვა ქვეყნიდან სპეცრეისით ხორციელდება.

იტვირთბა....