ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევები 604-მდე გაიზარდა

საქართველოში ახალი კორონავირუსის ინფიცირების კიდევ 11 შემთხვევა გამოვლინდა და საერთო რაოდენობა 604-მდე გაიზარდა.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 604 შემთხვევა არის დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 240 პაციენტი. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში ცხრა პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 4887 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 500.

იტვირთბა....