„ოპოზიციის მხრიდან ძალიან ბევრი თავდასხმაა თუნდაც ექიმებზე, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებზე, იმ ადამიანებზე, რომლებიც პრაქტიკულად ომში არიან ჩართულნი. ეს იგივეა, ომი გქონდეს და აკრიტიკებდე ჯარისკაცებს, რომლებიც წინა ხაზზე საომარ ვითარებაში არიან. ეს არის წარმოუდგენელი მოვლენა, რომელიც არ მგონია, რომ ევროპის რომელიმე სივრცეში ფიქსირდებოდეს. ეს აჩვენებს იმას, რომ საქართველოში პოლიტიკური კულტურა შემდგომ განვითარებას მოითხოვს“
ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი
“იმედინიუსი”
შეგახსენებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების ოთხი ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობა 593 გახდა. მათ შორის გამოჯანმრთელდა 223 პაციენტი.