“ამ ვირუსს გააჩნია ძალიან ხანმოკლე, 2 და მაქსიმუმ 4 დღემდე ვირუსის სისხლის, ანუ ვირუსემიის ფაზა. განსხვავებით სხვა ვირუსებისაგან, კორონას არცერთი ვირუსი, არც ის ყველაზე აგრესიული სარს 1, არ მრავლდება სისხლში. ამიტომაცაა ძნელი და ნაკლებ ეფექტური ვაქცინაც და რაიმე წამალიც, რომელთა მოქმედება მხოლოდ სისხლიდან ხდება.აქედან გამომდინარე, ვაქცინაზე ან წამალზე ლოდინი არ შეიძლება იყოს გზა და განმსაზღვრელი, თუ როდის უნდა შეწყვიტო “კარანტინები”.
იაგო ფრანგიშვილი – გერმანიაში მომუშავე ქართველი ექიმი
ამის შესახებ იაგო ფრანგიშვილი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს, სადაც კოორნავირუსის დამახასიათებელ თვისებებს აღწერს.