ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მივიღეთ მძიმე პაციენტი, რომელსაც არა მხოლოდ პნევმონია, არამედ სუნთქვის უკმარისობა, გამოხატულია მექანიკური სიყვითლე აქვს და ქირურგები ჩაერთვნენ მისი მკურნალობაში”- გოფოძე

რესპუბლიკურ საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, დღეს მათი ცენტრიდან 3 გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერა და მეორე ტესტირებაზე უარყოფითი პასუხების მიღების შემთხვევაში, ხვალ კიდევ ხუთამდე პაციენტი გაეწერება.

ამის შესახებ ლევან გოფოძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, კლინიკაში მიირეს მძიმე პაციენტი, რომელსაც არა მხოლოდ პნევმონია, არამედ სუნთქვის უკმარისობა, გამოხატულია მექანიკური სიყვითლე აქვს და ქირურგები ჩაერთვნენ მისი მკურნალობის პროცესში.

“გუშინ ორი პაციენტი გადმოიყვანეს ჩვენთან დადასტურებული დიაგნოზით. მათ ვირუსი მსუბუქი ფორმით აქვთ. ასევე, მივიღეთ სხვა მძიმე პაციენტიც, რომელსაც აქვს რიგი პრობლემები, არა მხოლოდ პნევმონია, არამედ სუნთქვის უკმარისობა, გამოხატულია მექანიკური სიყვითლე. დავიწყეთ ამ პაციენტის კვლევა. დღეს უკვე ქირურგები ჩაერთვნენ მისი მკურნალობის პროცესში, გაკეთდება შესაბამისი გამოკვლევები და მერე სამკურნალო მანიპულაციები,“ – განაცხადა გოფოძემ.

გოფოძის თქმით, მათ ცენტრში ამ დროისთვის კოვიდინფიცირებული 38 პაციენტი გადის მკურნალობას და მათგან რამდენიმეს პნევმონია აქვს დადგენილი.

საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების ოთხი ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო 593 გახდა.მათ შორის გამოჯანმრთელდა 223 პაციენტი. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში ცხრა პაციენტი გარდაიცვალა.

 

იტვირთბა....