ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“კომპანიები, რომლებიც დასაქმებულებზე არასწორ ინფორმაციას მოგვაწვდიან, შეღავათის ორმაგი ოდენობით დაჯარიმდებიან”- მაჭავარიანი

საქართველოს ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის განცხადებით, კომპანიებს ეკისრებათ ვალდებულება, რომ დასაქმებული მოქალაქეების შესახებ სწორი ინფორმაცია წარადგინონ.

ამის შესახებ ივანე მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მინისტრის თქმით, კომპანიები არასწორი ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში დაჯარიმდებიან.

“იცით, რომ ერთი მხრივ, საშემოსავლო გადასახადზე გვექნება შეღავათი კომპანიებისთვის და მეორე მხრივ, 6 თვის განმავლობაში ჯამში 1200 ლარის დახმარება ოფიციალურად დასაქმებულებზე, ვინც ახლა ხელფასს ვერ იღებს. ორივე შემთხვევაში “საგადასახადო კოდექსში“ ვამატებთ ნორმას, რომლის მიხედვითაც სწორი ინფორმაციის წარდგენაზე ვალდებულება ეკისრებათ კომპანიებს და თუ ისინი არასწორად მოგვაწვდიან ინფორმაციას, შეღავათის ორმაგი ოდენობით დაჯარიმდებიან. ეს მიზნად ისახავს, რომ ავირიდოთ მცდარი მონაცემების მოწოდება და პასუხისმგებლობა გადანაწილდეს გადამხდელზეც“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

იტვირთბა....