მთავარი ციტატა

“შეიძლება იყოს შეკითხვები – რატომ მივიღეთ ზოგ შემთხვევაში ჩვენი მოქალაქეებისთვის საკმაოდ მკაცრი შეზღუდვები”

“თითოეულ თქვენგანს მინდა, მოვუწოდო, რომ საზოგადოების ყველა კითხვას, რომელიც შეეხება როგორც საგანგებო მდგომარეობის პირობებში მიღებულ გადაწყვეტილებებს, შეიძლება იყოს კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე საუბარი, ამა თუ იმ კომპანიას რატომ მიეცა ნებართვა და რატომ არ მიეცა სხვა ნებართვა, სხვადასხვა შეკითხვები შეიძლება იყოს – რატომ ჩაიკეტა ეს ქალაქი და არ ჩაიკეტა სხვა ქალაქი, რატომ მივიღეთ ზოგ შემთხვევაში ჩვენი მოქალაქეებისთვის ერთი შეხედვით და პირველი შეხედვით საკმაოდ მკაცრი შეზღუდვები, აბსოლუტურად ღიად და ტრანსპარენტულად, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს, გავცეთ პასუხი,”

გიორგი გახარია – პრემიერ-მინისტრი

ამის შესახებ  პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა და აღნიშნულით მინისტრებს მიმართა. 

ცნობისთვის, სამშენებლო სექტორში მომუშავე ყველა კომპანია და ასევე, ყველა ის კომპანია, რომელიც დაკავებულია სამშენებლო მასალების წარმოებით, ხვალიდან მუშაობას განაახლებს. ხვალიდან მუშაობას განაახლებენ ავტოსარემონტო კომპანიებიც.

ამასთან, ხვალიდან, 5 მაისიდან ბათუმსა და ქუთაისში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნება. რაც შეეხება თბილისსა და რუსთავში გადაადგილებაზე დაწესეულ შეზღუდვებს, ამ საკითხზე მთავრობა კვირის განმავლობაში იმსჯელებს.

იტვირთბა....