მთავარი პოლიტიკა

ხვალიდან ავტოსარემონტო კომპანიების მუშაობა ნებადართულია

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ხვალიდან, ანუ 5 მაისიდან ნებადართულია ავტოსარემონტო კომპანიების მუშაობა.

ამის შესახებ  პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

“მინდა გითხრათ, რომ ხვალიდან ასევე ნებადართული იქნება ავტოსარემონტო კომპანიების მუშაობაც. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია როგორც ლოგისტიკური ბიზნესისთვის, ასევე გადაზიდვებისთვის და ესეც ის ნაბიჯია, რომლის განხორციელების და გადადგმის შესაძლებლობა დღეს გვაქვს,“ – განაცხადა პრემიერმა.

ცნობისთვის, სამშენებლო სექტორში მომუშავე ყველა კომპანია და ასევე, ყველა ის კომპანია, რომელიც დაკავებულია სამშენებლო მასალების წარმოებით, ხვალიდან მუშაობას განაახლებს.

ამასთან, ხვალიდან, 5 მაისიდან ბათუმსა და ქუთაისში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნება. რაც შეეხება თბილისსა და რუსთავში გადაადგილებაზე დაწესეულ შეზღუდვებს, ამ საკითხზე მთავრობა კვირის განმავლობაში იმსჯელებს.

იტვირთბა....