ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული ახალი პაციენტის წყარო ცნობილია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათ ცენტრში შეყვანილია ინფიცირებული ერთი ახალი პაციენტი, რომლის წყაროც ცნობილია.

ამის შესახებ მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

ეზუგბაიას ინფორმაციით, ახალი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალოზე მსუბუქია.

„ჩვენთან გუშინ შემოვიდა მხოლოდ ერთი ახალი დადასტურებული შემთხვევა, ისიც ჩვენთან მწოლიარე პაციენტის კონტაქტია. 55 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. გუშინ დაგვემატა ორი გამოჯანრმთელებული. აქედან გამომდინარე, ჩვენი ცენტრიდან 71 გამოჯანმრთელებული პაციენტია გასული. ახალი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე საშუალოზე მსუბუქია, ვნახოთ დინამიკა როგორი გვექნება“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების ოთხი ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო 593 გახდა.მათ შორის გამოჯანმრთელდა 223 პაციენტი. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში ცხრა პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 5028  მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 537.

იტვირთბა....