ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“ჩინეთმა ყველაფერი გააკეთა, რათა ვირუსის შესახებ მსოფლიოს არ გაეგო” – მაიკ პომპეო

ამერიკის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს გააჩნია იმის მტკიცებულება, რომ ჩინეთმა კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაცია დამალა.

„შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მსოფლიოს არაფერი გაეგო, თუ რა ხდებოდა. არის ამის უამრავი მტკიცებულება, რომელთაგან ზოგიერთი რამ საჯაროა“, – ამის შესახებ პომპეომ ტელეკომპანია ABC-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, ჩინეთის ხელისუფლება მათ გაჩუმებას ცდილობდა, ვინც შეეცადა გაემჟღავნებინა, თუ რა ხდებოდა ქალაქ უხანში, სადაც დაიწყო ინფექციის აფეთქება.

“დონალდ ტრამპმა გასაგებად თქვა, რომ აპირებს დამნაშავეებს პასუხი აგებინოს და ჩვენ ამას თავის დროზე გავაკეთებთ“, – განაცხადა მაიკ პომპეომ.

იტვირთბა....