ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ძლიერი მიწისძვრა იაპონიაში – ნგრევისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა

წყნარ ოკეანეში, სამხრეთ იაპონიაში, კიუსიუს სანაპიროებთან, 6-ბალიანი მიწისძვრა მოხდა.

იაპონიის მეტეოროლოგიური ოფისის ცნობით, ქვეყანაში ცუნამის საფრთხე არ გამოცხადებულა.

არსებული ინფორმაციით, მომხდარი მიწისძვრის ეპიცენტრი ოკეანის ფსკერზე, დაახლოებით 10 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.

ნგრევის, დაშავებულებისა და დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

იტვირთბა....