მთავარი ციტატა

“სწორედ პანდემიის დროს სჭირდება ჩვენს ქვეყანას მხარდაჭერა დასავლელი პარტნიორების მხრიდან”

“სწორედ ამ პანდემიის დროს სჭირდება ჩვენს ქვეყანას მხარდაჭერა ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან და თუკი მთავრობა წავა ამ ხელშეკრულების საწინააღმდეგოდ, ცხადია, რომ მიიღებს შესაბამის რეაქციას და სამწუხაროდ, ეს რეაქცია აისახება შემდეგ ჩვენს ქვეყანაზე. ჩვენი სურვილია, რომ ეს არ მოხდეს. ამიტომ, უბრალოდ მინდა მოვუწოდო, თუ ვინმეს თავის ცხელ თავში აქვს კიდევ ეს აზრი, რომ ახლა ჩვენთვის არავის სცხელა და მოდი, ჩვენი ბნელი გეგმები, რაც გვქონდა, განვახორციელოთ, მე მინდა ვუთხრა ასეთ ადამიანებს, რომ ამას უწერია აუცილებელი მარცხი და შესაბამისად, არც უნდა გაივლონ თავში ასეთი აზრი, რომ იმოქმედონ იმ ხელშეკრულების და იმ პრინციპების საწინააღმდეგოდ, რომელზეც უკვე შეთანხმდა ოპოზიცია და ხელისუფლება”

ბადრი ჯაფარიძე, “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი

“ინტერპრესნიუსი”

იტვირთბა....