ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კორონავირუსით გარდაცვალების მორიგი შემთხვევა – პაციენტი საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა

საქართველოში  კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა –  ამის შესახებ ინფორმაცია  stopcov.ge-ზე განახლდა.

არსებული ცნობით, გარდაცვლილი პაციენტი თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 589 შემთხვევა დასტურდება, მათ შორის გამოჯანმრთელდა 221 პაციენტი.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

კარანტინის რეჟიმში 5260 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 553.

იტვირთბა....