საჩხერის მუნიციპალიტეტისთვის სტიქიისგან მიყენებული ზარალი ერთ მილიონ ლარზე მეტია.
მუნიციპალიტეტის მერის, ბენიამენ ფალავანდიშვილის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად დაზიანებულია შიდა სასოფლო გზები, გაბიონები, ასევე სავარგულები.
ფალავანდიშვილის განმარტებით, პირველ რიგში, გრუნტის გზებს აღადგენენ.
„მას შემდეგ, რაც მომზადდება შესაბამისი დოკუმენტაცია, სახელმწიფო რწმუნებულის შუამდგომლობით ინფრასტრუქტურის სამინისტროს სტიქიის სალიკვიდაციო ფონდს დახმარების თხოვნით მივმართავთ“, – განაცხადა ბენიამენ ფალავანდიშვილმა.