აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დღესაც არ დაფიქსირებულა – ბოლო 24 საათის განმავლობაში ლაბორატორიაში 372 ანალიზი შევიდა და მათგან ყველა პასუხი უარყოფითია.
აჭარის რეგიონში გამოკვლეულია 5000-მდე პირი; მათ შორის 1000 მედიკოსია.
ბათუმის კლინიკა „მედალფაში“ 24 პაციენტი იმყოფება, 31 პირი გამოჯანმრთელდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 589 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელდა 207 პაციენტი.