საქართველოში კორონავირუსის შვიდი ახალი შემთხვევა გამოვლინდა – ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 589 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელდა 207 პაციენტი.
ქვეყანაში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.
ვირუსით საქართველოში 8 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 5066 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 528 პირი.