ბავშვი, რომელსაც ქუთაისში ავტომობილი დაეჯახა გარდაიცვალა. მოზარდი ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში სასწრაფოს გადაჰყავდა, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. მძღოლი პოლიციას თავად ჩაბარდა.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისში, ნიკიას ქუჩაზე ავტომობილი ველოსიპედით მოძრავ ბავშვს რამდენიმე საათის წინ დაეჯახა. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.

