“კორონავირუსის პანდემიამ იძულებული გაგვხადა გარკვეული პრინციპები შეგვეცვალა. ახლა ფეხბურთის ბედი დამოკიდებულია ეროვნულ მთავრობებზე, თუმცა ჩვენ განვიხილავთ ახალ კალენდარს, რომელიც 2024 წლამდე იქნება გათვლილი. ტრადიციული შემოდგომა-გაზაფხულის ნაცვლად შესაძლოა შემოღებულ იქნას გაზაფხულ-შემოდგომის სისტემა. ამის შესაძლებლობა გვაქვს, რადგანაც მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატი კატარში 2022 წელს ნოემბერ-დეკემბერში გაიმართება.”
ვიქტორ მონტალიანი – FIFA-ს ვიცე-პრეზიდენტი
შეგახსენებთ, რომ ამჟამად ევროპაში COVID-19-ის გამო ყველა საფეხბურთო ტურნირი შეჩერებულია, გარდა ბელარუსის საფეხბურთო ჩემპიონატისა.

