ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

თურქეთმა სამედიცინო აღჭურვილობის ექსპორტზე დაწესებული ზოგიერთი შეზღუდვა გააუქმა

თურქეთმა კორონავირუსის გამო, ზოგიერთი სამედიცინო აღჭურვილობის ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვა გააუქმა. შეზღუდვები ასევე მოიხსნა სადეზინფექციო საშუალებებზე. მათ შორისაა მართვითი სუნთქვის აპარატები და საინტუბაციო მილები, ასევე ინტენსიური თერაპიის განყოფილებისთვის განკუთვნილ მონიტორები.

თუმცა, ამ ეტაპზე ძალაში რჩება პერსონალის დამცავი ხალათებისა და სხვა მსგავსი დანიშნულების პროდუქტების ექსპორტზე შეზღუდვა.

იტვირთბა....