ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“ნატო COVID-19-ის მეორე ტალღისთვის ემზადება” – “შპიგელი”

გერმანული გამოცემა „შპიგელის“ ინფორმაციით, “ნატო” COVID-ის მეორე ტალღისთვის ემზადება.

მათივე ცნობით, ნატო-ში უკვე დაიწყეს სამოქმედო გეგმის მომზადება, რომლითაც ალიანსმა ვირუსის ხელახლა გავრცელების შემთხვევაში უნდა იხელმძღვანელოს.

როგორც გამოცემა წერს, გეგმის შემუშავება ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის მიერ გადაწყდა. რომელიც, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ელჩებთან გამართულ საიდუმლო შეხვედრაზე იქნა მიღებული.

ჟურნალისტების ცნობით, იენს სტოლტენბერგი მიიჩნევს, რომ ვირუსის მეორე ტალღაზე ალიანსის საპასუხო მოქმედებები ნატოს სანდოობისა და ერთიანობის „ლაკმუსის ტესტი“ იქნება.

არსებული ინფორმაციით, ნატო-ს გენერალური მდივანი ასევე გამოვიდა ინიციატივით, პანდემიის საპასუხოდ უფრო გრძელვადიანი გეგმა შემუშავდეს.

იტვირთბა....