ბოლნისში ატოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ინციდენტს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულია რამდენიმე.
შსს-ში დეტალებზე არ საუბრობენ. საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, მანქანას მძღოლი ნასვამ მდგომარეობაში მართავდა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წესების ან ექსპლუატაციის დარღვევას გულისხმობს, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

