Reuters-ის ინფორმაციით, ბრაზილიაში, მანაუსის ციხეში, პატიმრებმა ციხის თანამშრომლები მძევლად აიყვანეს.
ამბოხის მიზეზი უცნობი იყო, თუმცა ქვეყნის ერთ-ერთი ტელევიზიის მიერ გავრცელებულ რეპორტაჟში პატიმრები პროტესტს სიცხის და უშუქობის გამო აცხადებენ – წერს გამოცემა.
მათივე ცნობით, მანაუში კორონავირუსი ფართოდაა გავრცელებული. ერთ-ერთი ვერსიით ამბოხის მიზეზი კორონავირუსია. ამასთან, ქალაქში საერთო დიდი საფლავია გათხრილი, სადაც გარდაცვლილებს მარხავენ.