ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კახეთში სწრაფი ტესტით კოორონავირუსი კიდევ სამ მედიკოსს დაუდასტურდა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის განცხადებით, კახეთში სწრაფი ტესტებით კორონავირუსი კიდევ სამ მედიკოსს დაუდასტურდა, თუმცა ეს უნდა გადამოწმდეს PSR ტესტით, რაც ოქროს სტანდარტია.

მისივე თქმით, ინფიცირებული ექიმის კონტაქტების რაოდენობა 140-მდე გაიზარდა.

„თითქმის ყველა შემოწმებულია. თუმცა კიდევ გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა. ჯერჯერობით არცერთ კონტაქტს საეჭვო სიმპტომები არ აღენიშნება“, – აცხადებს ნელი ხიზანიშვილი.

შეგახსენებთ, რომ დღეს კახეთში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი.

იტვირთბა....