“ადამიანს გამოჯანმრთელებისთვის დასჭირდება შედარებით უფრო მოკლე პერიოდი, რაც მისცემს საშუალებას, რომ სამედიცონო სფერო და ჰოსპიტალი არ გადაიტვირთოს და გათავისუფლდეს საწოლი უფრო სწრაფად, რომ მეორე პაციენტის მიღება შეძლოს. ყველა შესძლო პრეპარატის მინიმალური შედეგიც კი დასაფასებელია და აი ამ კლინიკური განსჯისა და კვლევების საფუძველზე FDA-მ გადაუდებელი აუცილებლობისთვის მისცა რეკომენდაცია.”
ბიძინა კულუმბეგოვი – იმუნოლოგი
აღნიშნული განცხადება კულუმბეგოვმა, პრეპარატ რემდესივირზე, “რუსთავი 2-ის” პირდაპირ ეთერში გააკეთა.
შეგახსენებთ, შეერთებული შტატების სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) კორონავირუსის სამკურნალოდ, გადაუდებელი საჭიროებისთვის, “რემდესივირის” გამოყენების ნებართვა გასცა.