ამერიკული მედიის ცნობით, თეთრმა სახლმა კონგრესს აშშ-ის მთავარი ინფექციონისტის, ენტონი ფაუჩის დაკითხვა აუკრძალა.
როგორც ირკვევა, კონგრესმენებს სურდათ, ენტონი ფაუჩისგან მოესმინათ, რამდენად ადეკვატური იყო ახალი კორონავირუსის ეპიდემიაზე დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის რეაგირება.
თეთრ სახლში განაცხადეს, რომ აშშ-ის მთავარი ინფექციონისტის დაკითხვა მოგვიანებით იქნება შესაძლებელი.
რაც შეეხება კონგრესს, ქვედა პალატას დემოკრატები აკონტროლებენ, რომლებიც ახალი კორონავირუსის კრიზისის დროს აშშ-ის პრეზიდენტ დონლად ტრამპის ნაბიჯებს აკრიტიკებენ.
ენტონი ფაუჩი, ეწინააღმდეგება ტრამპის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც აშშ-ის პრეზიდენტს სურს შტატების ნაწილში შეზღუდვები მოიხსნას.