მთავარი ციტატა

“მარნეულშივე მოვაწყოთ ლაბორატორია, რათა ნაცხების ტარება თბილისში არ მოგვიწიოს”

“ვიცი, რომ ძალიან გვიჭირს აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობასთან, ამიტომ როგორმე უნდა მოვახერხოთ იქ ლიდერების მეტად ჩართვა ამ პროცესში, რომ დაარწმუნონ ხალხი თერმოსკრინინგზე, პირველ რიგში, მერე – აქტიურ გამოკვლევაზე. მე მაინც ვფიქრობ, რომ, თუ მოვახერხეთ, მარნეულშივე მოვაწყოთ რამე ლაბორატორია, რათა თბილისში ტარება ნაცხების არ მოგვიწიოს. გადაწყვეტილად ვერ გეტყვით, მაგრამ ამაზეც ვფიქრობთ, რომ მოეწყოს „ავერსის“ ან „ჯეოჰოსპიტალსის“ ბაზაზე“

ამირან გამყრელიძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი

ამირან გამყრელიძემ ამის შესახებ მარნეულის მერიაში, დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლებისა და რეგიონის ხელმძღვანელი პირების შეხვედრაზე განაცხადა.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 582 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 207 პაციენტი. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა კახეთში.

დღეს დილით საქართველოში ახალი კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა. ჯამში კორონავირუსით 8 პაციენტია გარდაცვლილი.

საქართველოში კარანტინის რეჟიმში 5025 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 540. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

იტვირთბა....