ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

მეცნიერები ჩატარებული კვლევებით პანდემიის დასრულების თარიღს პროგნოზირებენ

საერთაშორისო ექსპერტების მიერ ჩატარებული კვლევების თანამხად,  კორონავირუსის პანდემია, სავარაუდოდ, ორი წლის განმავლობაში გაგრძელდება

პანდემია მანამდე იქნება, ვიდრე ვირუსი კონტროლს სრულად არ დაექმებდებარება და მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით ორ მესამედს იმუნიტეტი არ გამოუმუშავდება.

ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

ანგარიშის თანახმად, იმის გამო, რომ ინფექცი ადამიანიდან ადამიანზე ვრცელდება, მისი გაკონტროლება რთულდება. სიმპტომების გამოვლენამდე კი, შესაძლოა, ადამიანები ყველაზე გადამდებები იყვნენ.

“ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან რისკების შესახებ კომუნიკაციის სტრატეგია უნდა მოიცავდეს იმ კონცეფციას, რომ ეს პანდემია მალე არ დასრულებულა და რომ ადამიანები დაავადების შესაძლო პერიოდული აღმავლობისთვის მომდევნო ორი წლის განმავლობაში მზად უნდა იყვნენ“,- აღნიშნავენ კვლევის ავტორები.

ზოგიერთმა ქვეყნამ დაწესებულმა შეზღუდვების შემსუბუქება უკვე დაიწყეს, თუმცა, კორონავირუსის პანდემია, სავარაუდოდ, ტალღებით გაგრძელდება და 2022 წლამდე გასტანს.

იტვირთბა....