“ეს საკითხი არის უკრაინის შიდა საკითხი და საქართველოს პოლიტიკური სპექტრი და პირველ რიგში, ივანიშვილის მთავრობა ამაში არ უნდა ერეოდეს და ამ საკითხზე თავის პოზიციას არ უნდა გადააყოლოს ქვეყნის ინტერესი, რასაც ივანიშვილი აკეთებს და არასწორია ამაზე კამათი იმით, რომ ჩენ დადებითაც ვაფასებთ სააკაშვილის დანიშვნას, თუ მის წარსულ მოღვაწეობას. ეს აქ რელევანტურიც არ არის. ჩვენც თავი უნდა შევიკავოთ იმის შეფასებისგან, უკრაინისთვის რა იქნება კარგი და რა არა. მთავარი ისაა, რომ ივანიშვილი აზიანებს ქვეყანას თავისი პოლიტიკური ინტერესების გამო.”
გიგა ბოკერია – „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი
აღნიშნულით ბოკერია უკრაინის პრეზიდენტისადმი ოპოზიციური პარტიების ნაწილის ერთობლივ მიმართვას გამოეხმაურა.
ცნობისთვის, მას შემდეგ რაც საქართველოს მთავრობაში ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინის მთავრობაში შესაძლო დანიშვნა გააკრიტიკეს, ოპოზიციურმა პარტიებმა და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა უკრაინის პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილის ვიცე-პრემიერის თანამდებობის დაკავებასთან დაკავშირებით მიმართა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ “საქართველოს ხელისუფლების ბოლო უპასუხისმგებლო განცხადებები და ქმედებები არის სტრატეგიული პარტნიორის მიმართ უკიდურესად არამეგობრული ნაბიჯი და უკრაინის შიდასახელმწიფოებრივ საკითხებში უაპელაციო ჩარევის მცდელობა.“