საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა.
სებ-ის ცნობით, 2 მაისისთვის ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა.
1 აშშ დოლარი 3.1923 ლარი ეღირება. დღევანდელი ოფიციალური კურსით, 1 აშშ დოლარი ლარი 3.2060 ღირდა.
ხოლო, გაუფასურდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში. 1 ევრო ხვალ 3.5048 ლარი ეღირება. ძველი კურსით 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.4878 ლარი იყო.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 2 მაისს ამოქმედდება.