მთავარი ციტატა

“მე მაქვს მტკიცებულება, რომ კორონავირუსი უხანის ლაბორატორიიდან გავრცელდა”

“დიახ, მე მაქვს ეს მტკიცებულება და ვფიქრობ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას უნდა რცხვენოდეს იმის, რომ ის ჩინეთის საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტოა.”

დონალდ ტრამპი – აშშ-ის პრეზიდენტი

აღნიშნულით დონალდ ტრამპმა ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, იცოდა თუ არა მან რაიმე უტყუარი დამაჯერებლობის მქონე მტკიცებულების შესახებ, რომელიც ადასტურებს რომ კორონავირუსი წარმოიშვა უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის ლაბორატორიიდან.

ცნობისთვის, ბოლო პერიოდში მსოფლიო ლიდერების მხრიდან არაერთხელ გაჟღერდა ბრალდება ჩინეთის მიმართ, რომ კორონავირუსი ხელოვნურად შექმნილია და ჩინეთი რეალურ მონაცემებს მალავს.

ეს თემა აქტუალური მას შემდეგ გახხდა, რაც 1-ელ აპრილს აშშ-ის სადაზვერვო სამსახურებმა თეთრ სახლს გასაიდუმლოებული დასკვნა წარუდგინა, რომლის მიხედვითაც, ჩინეთი მალავდა თავის ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების მასშტაბებს, მათ შორის ვირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობებს.

ამის შემდეგ ტრამპმა “ჯანმოც” მკაცრად გააკრიტიკა. აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეს ის ორგანიზაციაა, რომელიც ჩინეთზე არის ორიენტირებული. პრეზიდენტის ორგანიზაციას ბრალი ეპიდემიის ცუდ მართვაში დასდო, რის შემდეგაც დაფინანსებაც შეუჩერა. 

ჩინეთის მისამართით კრიტიკას გამოხატავენ ევროკავშირის ქვეყნებშიც, სადაც მიაჩნიათ, რომ ქვეყანა რეალურ მონაცემებს მალავს.

 

იტვირთბა....