“მე შემიძლია გითხრათ, რომ ამ ქვეყანაში არის ქრისტეს ტირილი, რადგან ძალიან ბევრ ადამიანს ძალიან შია და აღარც კი აინტერესებს ერთი და იგივე საუბარი, რომელიც ბოლო ორი თვეა მიმდინარეობს. მათ აინიტერესევთ , სახლიდან როდის გააყოფინებენ თავს, ექნება თუ არა სამსახური, მაცივარი არათუ სავსე ექნება, ჩართავს რო?! ეპიდემიოლოგი რა თქმა უნდა თავის საქმეს აკეთებს, მაგრამ უნდა ვხვდებოდეთ, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებები იქნა მიღებული.”
ნიკა მელია – “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს ხელმძღვანელი
ამის შესახებ ნიკა მელიამ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
შეგახსენებთ, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის ჩათვლით გახანგრძლივდა. ხოლო, დაწესებული შეზღუდვები ეტაპობრივად შემსუბუქდება.
საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას აპროტესტებენ ოპოზიციის წევრები და აცხადებენ, რომ ხელისუფლება ამისთვის არაა მზად, ვინაიდან მას შექმნილი კრიზისიდან გამოსვლის რეალური გეგმა არ გააჩნია.