ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ სამ პაციენტს მძიმე პნევმონია აღენიშნება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათ ცენტრში მოთავსებული 3 პაციენტს მძიმე პნევმონია აღენიშნებვთ, რამდენიმე პაციენტის მდგომარეობა კი ფასდება, როგორც საშუალო სიმძიმის.

ამის შესახებ მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

“უცვლელი მდგომარეობაა ჩვენთან. ახალი პაციენტები გუშინ არ ყოფილა. გუშინწინ შემოსულების მდგომარეობა საშუალო, საშუალოზე მძიმეა, ჯერ პროგრესირება არ შეინიშნება და ალბათ დაგვრჩება, როგორც საშუალო სიმძიმის პაციენტები. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა უცვლელია. სამი მძიმე პნევმონიით პაციენტი, რომელთა ზოგადი მდგომარეობა არ ფასდება როგორც განსაკუთრებული მძიმე. მძიმე პნევმონიის მკურნალობას და მართვას ემორჩილება სიტუაცია, სტაბილურია და ვნახოთ ალბათ რამოდენიმე დღეში ისინიც გადაინაცვლებენ ასე თავისი მდგომარეობით საშუალო სიმძიმის პაციენტებში“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

საქართველოში ახალი კორონავირუსის 27 ახალიშემთხვევა გამოვლინდა და საერთო რაოდენობა 566-მდე გაიზარდა. მათ შორის გამოჯანმრთელდა 184  პაციენტი. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში ექვსი პაციენტი გარდაიცვალა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

კარანტინის რეჟიმში 5243 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 550.

იტვირთბა....