ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ეზუგბაიას ინფორმაციით, ინფიცირების ახალი შემთხვევების ძირითადი ნაწილი ე.წ. ბოლნისის კლასტერს უკავშირდება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფიცირებული ახალი პაციენტებიდან 13 მათგანის წყარო ე.წ. ბოლნისის კლასტერს უკავშირდება.

ამის შესახებ მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ეზუგბაიას ცნობით, 27 ახალი შემთხვევიდან, 7-ის წყარო უცნობია

“ახალი 27-დან 13 პაციენტი არის ბოლნისის წყარო, ერთი – თეთრიწყარო, ორი არის მარნეულის, ოთხი არის საკარანტინო სივრციდან და დანარჩენის წყარო უცნობია, ახლა ხდება მისი მოძიება“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

ეზუგბაიას თქმით, მატტან ცენტრში კოვიდინფიიცრებული 41 პაციენტი გადის მკურნალობას.

საქართველოში ახალი კორონავირუსის 27 ახალიშემთხვევა გამოვლინდა და საერთო რაოდენობა 566-მდე გაიზარდა. მათ შორის გამოჯანმრთელდა 184  პაციენტი. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში ექვსი პაციენტი გარდაიცვალა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

კარანტინის რეჟიმში 5243 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 550.

იტვირთბა....