ახალი ამბები მთავარი ციტატა

“მინდა ყველა მშობლისთვის ხაზგასმით ვთქვა, ბავშვების დიდი უმრავლესობა, რომლებიც კორონავირუსით დაავადდებიან სრულიად გამოჯანმრთელდებიან..” – ჯანმო

“მინდა ყველა მშობლისთვის ხაზგასმით ვთქვა, ბავშვების დიდ უმრავლესობას, რომლებიც ახალი კორონავირუსით დაავადდებიან, არამწვავე სიმპტომები ექნებათ და სრულიად გამოჯანმრთელდებიან, მსგავსი გართულებები ძალიან იშვიათია.”

ტედროს ადანომ გებრეიესუსი – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი

აღნიშნული განცხადებით, “ჯანმო” ეხმაურება ბრიტანეთიდან მიღებულ ცნობების ბავშვების ინფიცირებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ეს ძალიან წააგავს კავასაკის სინდრომს.

შეგახსენებთ, რომ იტალიელი და ბრიტანელი სამედიცინო ექსპერტები იკვლევენ შესაძლო კავშირს კორონავირუსის პანდემიასა და მწვავე ანთებითი დაავადების მქონე მცირეწლოვნებს შორის, რომლებიც მაღალი სიცხითა და შესიებული არტერიით საავადმყოფოებს აკითხავენ.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 3,250,780 მიაღწია. გარდაიცვალა 229,791 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 1,018,030 პაციენტი.

30 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 539 შემთხვევაა დადასტურებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 184 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების ექვსი შემთხვევა ფიქსირდება. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5256 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 548.

პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საზოგადოებას ანტიკრიზისული გეგმის პროექტი წარუდგინა, რომელიც სხვადასხვა სახის დახმარებას მოიცავს

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/. 

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....