ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“კორონავირუსი არ არის ბანალური ვირუსული პნევმონია ისეთი, რომელიც თუნდაც H1N1 გრიპის დროს ვრცელდება..” – ცერცვაძე

ეს არ არის უბრალოდ ბანალური ვირუსული პნევმონია, ისეთი, რომელიც თუნდაც H1N1 გრიპის დროს ან სხვა ვირუსული ინფექციების დროს ვრცელდება – ამის შესახებ, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ, “საზოგადოებრივი მაუწყებლის” პირდაპირ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, კორონავირუსი არის სახიფათო დაავადება, რომელსაც მთელი რიგი გართულებები ახლავს ორგანოთა სისტემის მხრივ.

“ეს დაავადება იმაზე უფრო სახიფათო და ვერაგი გამოდგა, ვიდრე თავიდან ეგონათ. ეს არ არის უბრალოდ ბანალური ვირუსული პნევმონია, ისეთი, რომელიც თუნდაც H1N1 გრიპის დროს ან სხვა ვირუსული ინფექციების დროს ვრცელდება. ეს არის გაცილებით უფრო სახიფათო დაავადება, რომელსაც მთელი რიგი გართულებები ახლავს მთელი რიგი ორგანოთა სისტემის მხრივ. ვითარდება ფილტვების სერიოზული დაზიანება და თან შესაძლოა, სხვადასხვა ტიპით მიმდინარეობდეს ეს დაზიანება. ეს ურთულებს ინფექციონისტებსა და რეანიმატოლოგებს პროცესის მართვას და მოითხოვს მაღალ კვალიფიკაციას, მაგალითად იმისთვის, თუ რომელი პაციენტები უნდა იქნენ გადაყვანილნი მართვით სუნთქვაზე და რომელი არა. სხვა დაავადების დროს ეს მარტივად წყდება. აქ ეს რთული გადასაწყვეტია. რადგან დაავადების ფორმები და მიმდინარეობა სხვადასხვაა.”

შეგახსენებთ, რომ 30 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 539 შემთხვევაა დადასტურებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 184 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების ექვსი შემთხვევა ფიქსირდება. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5256 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 548.

პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საზოგადოებას ანტიკრიზისული გეგმის პროექტი წარუდგინა, რომელიც სხვადასხვა სახის დახმარებას მოიცავს

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 3,250,780 მიაღწია. გარდაიცვალა 229,791 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 1,018,030 პაციენტი.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/. 

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....