ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“აშშ ჩინეთის წინააღმდეგ საპასუხო ზომების გატარების საკითხს სწავლობს” – The Washington Post

გამოცემა The Washington Post ტრამპის ადმინისტრაციაში ოთხ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ის ხელისუფლება კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების გამო ჩინეთის წინააღმდეგ საპასუხო ზომების გატარების საკითხს სწავლობს.

მათივე ცნობით, ჩინეთის ქმედებების გამო, აშშ-ის პრეზიდენტი თანაშემწეებთან საუბარში უკმაყოფილებას გამოთქვამდა და ოფიციალურ პეკინს კორონავირუსის ეპიდემიის აფეთქების რეალური მასშტაბების შესახებ ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებდა.

როგორც წყაროები აღნიშნავენ, განიხილება ჩინეთისგან ფინანსური კომპენსაციის მიღების საკითხი. თეთრ სახლში ასევე მსჯელობენ აშშ-ში ჩინეთის სუვერენული იმუნიტეტის შეზღუდვის შესაძლებლობის შესახებ.

შეგახსენებთ, რომ 24 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ ის დარწმუნებულია იმაში, რომ ჩინეთის ხელისუფლებამ პასუხი უნდა აგოს კორონავირუსის გავრცელების შესახებ ინფორმაციის დამალვისთვის.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 3,250,780 მიაღწია. გარდაიცვალა 229,791 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 1,018,030 პაციენტი.

30 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 539 შემთხვევაა დადასტურებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 184 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების ექვსი შემთხვევა ფიქსირდება. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5256 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 548.

პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საზოგადოებას ანტიკრიზისული გეგმის პროექტი წარუდგინა, რომელიც სხვადასხვა სახის დახმარებას მოიცავს

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/. 

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....