ახალი ამბები მთავარი ციტატა

“კვლევის შედეგებით გამოჩნდა, რომ კორონავირუსმა გრძელვადიან პესრპექტივაში შესაძლოა დატოვოს კვალი..” – ცერცვაძე

“თავიდან ვფიქრობდით, რომ კორონავირუსი ჩვეულებრივი ვირუსული პნევმონია იყო და მთავარია, ავადმყოფი არ დაგეღუპოს და თუ გადარჩება, ის აბსოლუტურად გაჯანმრთელებული იქნება. ახლა კი კვლევის შედეგებით გამოჩნდა, რომ ამ დაავადებამ შესაძლოა დატოვოს კვალი გრძელვადიან პესრპექტივაში, თუმცა ეს ჯერ დამტკიცებული არ არის.”

თენგიზ ცერცვაძე – ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი

აღნიშნული განცხადება ცერცვაძემ, “საზოგადოებრივი მაუწყებლის” პირდაპირ ეთერში გააკეთა. როგორც ცერცვაძე აცხადეს, კორონავირუსის ინფექციამ შესაძლოა კვალი დატოვოს სასუნთქ სისტემაზე და არა მხოლოდ. თუმცა, მისივე თქმით, “ეს ჯერჯერობით მხოლოდ კვლევის პირველი შედეგები და ვარაუდებია და ის ჯერ დადასტურებული არ არის.“

შეგახსენებთ, რომ 30 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 539 შემთხვევაა დადასტურებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 184 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების ექვსი შემთხვევა ფიქსირდება. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5256 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 548.

პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საზოგადოებას ანტიკრიზისული გეგმის პროექტი წარუდგინა, რომელიც სხვადასხვა სახის დახმარებას მოიცავს

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 3,250,780 მიაღწია. გარდაიცვალა 229,791 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 1,018,030 პაციენტი.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/. 

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....