“დარჩა ერთი თვე, დღე და ღამე უნდა მიდიოდეს ხვნა და თესვა. ჩვენ არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული ნიორის, ხახვის, პომიდვრის იმპორტზე, ეს არის ჩვენი ქვეყნის სირცხვილი. ბევრმა ადამიანმა მიაშურა სოფლებს, თავიანთ სავარგულებს, ყველანაირი მეთოდით, ყველა ძალები უნდა იქნას გადასროლილი იმისთვის, რომ ამ ადამიანებს სახელმწიფომ აღმოუჩინოს დახმარება, რომ ერთწლოვანი კულტურები რაც შეიძლება მაქსიმალურად იქნას მოყვანილი.”
მამუკა ხაზარაძე- “ლელოს” ლიდერი
აღნიშნული განცხადება ხაზარაძემ, “ლელოს” ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის წარდგენისას გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საზოგადოებას ანტიკრიზისული გეგმის პროექტი წარუდგინა, რომელიც სხვადასხვა სახის დახმარებას მოიცავს.
30 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 539 შემთხვევაა დადასტურებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 184 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების ექვსი შემთხვევა ფიქსირდება. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5256 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 548.
მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 3,250,780 მიაღწია. გარდაიცვალა 229,791 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 1,018,030 პაციენტი.
ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/.
ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.
დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.