ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“დღეს გვქონდა ჩვენ პიკი – ერთ დღეში 1 096 ტესტი ჩატარდა..” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დღეს იყო პიკი და ერთ დღეში 1 096 ტესტი ჩატარდა.

მისი თქმით, ტესტირებულთა რაოდენობის ზრდა საკარანტინო ზომების შემსუბუქებასთან არის დაკავშირებული.

„დღეს გვქონდა ჩვენ პიკი – ერთ დღეში 1 096 ტესტი ჩატარდა 12 ლაბორატორიაში. 5-დან ავედით უკვე 12 ლაბორატორიამდე მთელი საქართველოს მასშტაბით. იქითა კვირიდან კიდევ სამის დამატებაა გათვალისწინებული. და გვინდა, რომ სადღაც მაისის 15-მდე დაახლოებით დღიურად 1 500-დან 1 700-მდე კვლევა ვაწარმოოთ. მაისის 15-დან შემდეგომ, უკვე მეორე ეტაპზე ვაპირებთ 2 000-დან 2 500 კვლევამდე ასვლას. ეს აუცილებელია. როდესაც ხდება შემსუბუქება ე.წ. შეზღუდვითი ღონისძიებების, აუცილებელია, რომ უფრო ფართომასშტაბიანი და ფართო ხელმისაწვდომობა იყოს PCR-კვლევებზე და მეორე მხრივ, ჰოსპიტალური სისტემის და პირველადი ჯანდაცვის სისტემის სრული მზადყოფნა“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ 30 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 539 შემთხვევაა დადასტურებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 184 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების ექვსი შემთხვევა ფიქსირდება. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5256 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 548.

პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საზოგადოებას ანტიკრიზისული გეგმის პროექტი წარუდგინა, რომელიც სხვადასხვა სახის დახმარებას მოიცავს

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 3,250,780 მიაღწია. გარდაიცვალა 229,791 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 1,018,030 პაციენტი.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/. 

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....