თბილისის ინფექციური საავდმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფიცირების ახალი პაციენტებიდან ერთი მათგანი მედიკოსიცაა.
ამის შესახებ მარინა ეზუგბაია ჟურნალისტებთან განაცხადა.
მიისვე თქმით, საქართველოში მედიკოსების ინფიცირების ხარისხი დაბალია და იმედოვნებს, რომ ასე გაგრძელდება.
“როგორც ჩემთვის ცნობილია, 22 შემთხვევიდან მხოლოდ ერთია მედპერსონალიდან ინფიცირებული. მედიკოსი, ჩვენს კლინიკაში არ არის მოთავსებული.
ინფიცირებული მედიკოსების რაოდენობა არ არის დიდი ციფრი, ჯერჯერობით რაღაცნაირად ვინარჩუნებთ ამას. ეტყობა, მედპერსონალი თავდაცვის საშუალებებს მეტ-ნაკლებად სწორად და ადეკვატურად იყენებს. ჩვენთან მედიკოსების ინფიცირების ხარისხი დაბალია და ვიმედოვნებთ, რომ ასე გაგრძელდება“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
საქართველოში კორონავირუსის 22 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო რაოდენობა 539-მდე გაიზარდა.
მათ შორის გამოჯანმრთელდა 178 პაციენტი. ხოლო, კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში ექვსი პაციენტი გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.
კარანტინის რეჟიმში 5256 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 548.