ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ეზუგბაიას ინფორმაციით, ინფიცირების 15 ახალი შემთხვევა ე.წ. თეთრიწყაროს კლასტერს უკავშირდება, დანარჩენი კი – ბოლნისსა და სვანეთს

თბილისის ინფექციური საავდმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფიცირების ახალი შემთხვევეის დიდი ნაწილი ე.წ. თეთრიწყაროს კლასტერს უკავშირდება, დანარჩენი კი ე.წ. სვანეთისა და ბოლნისის კლასტერებია.

ამის შესახებ მარინა ეზუგბაია ჟურნალისტებთან განაცხადა.

ამასთან, ეზუგბაიას თქმით, ახალი პაციენტებიდან ოთხი მათგანი მათ ცენტრში გადოს მკურნალობას.

“22 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან დიდი უმეტესობა -15 არის თეთრიწყაროდან, თეთრიწყაროს კლასტერიდან, სვანეთიდან არის სამი, დანარჩენი ბოლნისია. ჩვენ გუშინ დღე-ღამეში ოთხი დადასტურებული შემოგვემატა და ამჟამად გვყავს 43 დადასტურებული შემთხვევა, ორი თეთრიწყაროდანაა, ორი ბოლნისიდან“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

საქართველოში კორონავირუსის 22 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო რაოდენობა 539-მდე გაიზარდა.

მათ შორის გამოჯანმრთელდა 178  პაციენტი. ხოლო, კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში ექვსი პაციენტი გარდაიცვალა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

კარანტინის რეჟიმში 5256 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 548.

 

 

 

იტვირთბა....